18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობა ღვთისა მოევლინება კაცობრიობას" - ილია მეორე 

ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღავლინეს.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.

"მოგეხსენებათ, დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობა ღვთისა აღემატება ყოველ განსაცდელს და წყალობა ღვთისა მოევლინება კაცობრიობას. მწუხარება ჩვენი სიხარულით შეიცვლება, ღმერთმა დაგლოცოთ,"- აღნიშნა ქადაგებისას ილია მეორემ.

დღის ამბები