18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
COVID-19-ით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა

კოვიდ 19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა ერთ ექიმს. მედიკოსს ვირუსი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შედეგად გადაედო.

პრემიერი აცხადებს, რომ არის შემთხვევა, როცა სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი სხვა მოცემულობასთან ერთად გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების საფუძველს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაინფიცირება, შიდა გადადების შემთხვევებიდან ერთ-ერთია.

კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ინფიცირებულების და გამოჯანმრთელების დინამიკა არ შეცვლილა, მისი თქმით, კლინიკაში ისევ 17 დაინფიცირებული პირია.

"ქვეყანა არის საგანგებო სიტუაციაში, ვსარგებლობთ კანონით და ციფრებს არ ვასახელებთ. ორსული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკური გამოვლინების გარეშეა. რაც შეეხება ქალბატონს მარნეულიდან, ის მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. ახალშობილებიც სტაბილური მდგომარეობით არიან,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები