17 მაისი 2024,   06:07
ვრცლად
დავიწყებთ ბრძოლას ახალი ენერგიით - ბორის ჯონსონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარსდგა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბორის ჯონსონი საზოგადოების წინაშე წარსდგა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის აქტიურად ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 13 აპრილიდან კორონავირუსის დიაგნოზით, ჯონსონი წმინდა თომას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. 

პრესკონფერენციაზე პრემიერმა მოსახლეობას და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი მოთმინებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ დავიწყებთ ახალი ენერგიით ბრძოლას. მტერი უხილავია და მოულოდნელი. პირადი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ შეგვიძლია მიწაზე დავცეთ ეს ვირუსი, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავიმარჯვეთ. მესმის საზოგადოების მოუთმენლობა, თუმცა მნიშვნელოვანია დავრჩეთ სახლში და დავიცვათ საზოგადოებრივი დისტანცია. ვირუსის პირველი პიკი გადავლილია, ახლა შევდივართ მეორე ფაზაში. მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ძლიერი პოლიტიკით შევხვდეთ," - ამბობს ბორის ჯონსონი. 

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის პანდემიით 155 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 21 000 მდე პაციენტი.

დღის ამბები