17 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
ირანის პრეზიდენტი საგანგებო ზომების შემსუბუქებას გეგმავს

ირანში ზომების შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყეს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, აკრძალვების მოხსნა სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული.

ირანში ტერიტორიები თეთრ, ყვითელ და წითელ ზონებად არის დაყოფილი. შემსუბუქებული ზომების ამოქმედება იმ ტერიტორიებიდან დაიწყება სადაც სტატისტიკა ნაკლები იქნება.

ცოტა ხნის წინ, ირანში გაიხსნა მაღაზიები, პარკები და ბაზარი. ირანში COVID ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ვირუსით თითქმის 6 ათასი ადამიანია გარდაცვლილი.

"ორი კვირის შემდეგ, თუ აღარ გვექნება ფატალური შემთხვევები, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით, ზომების შემსუბუქებას დავიწყებთ. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა თეთრ, ყვითელ და წითელ ზონებად გვაქვს დაყოფილი. თავისთავად, ზომები იმ ნაწილებში შემსუბუქდება, სადაც მონაცემები დაბალი იქნება,“ - აცხადებს ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი.

ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს აჭარბებს. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 207 ათას გაცდა. COVID-19-სგან 883 ათასი ადამიანი განიკურნა. 

დღის ამბები