17 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კორონავირუსმა საარჩევნო პროცესს რისკები არ შეუქმნას.  ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

"ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი, ჩვენმა ყველა მოქალაქემ შეძლოს, დააფიქსიროს თავისი სურვილი იმასთან მიმართებაში, თუ როგორი მთავრობა და ხელისუფლება წარმოუდგენია მას, შემდეგი 4 წლის მანძილზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები