17 მაისი 2024,   08:21
ვრცლად
საქმიანობა უკრაინაში და შესაძლო დაბრუნების პერსპექტივა თბილისში - უკრაინული ინტერნეტპლატფორმა მიხეილ სააკაშვილს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

უკრაინული ინტერნეტ პლატფორმა "ობოზრევატელი" საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. გადაცემაში "მსოფლიოს სარკე" პოლიტიკოსის საქართველოსა და უკრაინაში საქმიანობაა მიმოხილული და მისი თბილისში დაბრუნების პერსპექტივაზეცაა საუბარი, რომელსაც რესპონდენტების ნაწილი არარეალისტურად აფასებს.

სიუჟეტი ძირითადად სხვადასხვა სატელევიზიო შოუებისა და ტელევიზიების არქივებითაა შემდგარი, სადაც სიუჟეტის ავტორები იმ სისხლის სამართლის დანაშაულებებს იხსენებენ, რომელსაც სააკაშვილს ქართული სასამართლო ედავება, რესპონდენტების ნაწილი საუბრობს უკრაინაში მისი საქმიანობის დროს გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებებზეც.

დღის ამბები