17 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. აქციამ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. დემონსტრაციებზე მომიტინგეები პირბადეებით მივიდნენ, დაცული იყო სოციალური დისტანციაც.

ორგანიზატორების განცხადებით, რეგიონის მასშტაბით 82 ლოკაციაზე აქციებს 60 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

ბოლო რამდენიმე წელია კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური აქციებია. რეფერენდუმი კატალონიაში 2017 წელს გაიმართა, რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი მოსახლეობის 92%-მა დაუჭირა.

დღის ამბები