17 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
რეკორდული ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში - რომელ ქვეყნებთან და რამდენი %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვები 

საქართველოს რკინიგზას, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სატვირთო გადაზიდვებში გაზრდილი მაჩვენებლები აქვს. იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა.

გარდა სატრანზიტო გადაზიდვისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, კახა გუდიაშვილის თქმით, სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

"სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა, ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. დღესდღეობით 95%- ით, არის გაზრდილი თურქმენული წარმოების ნავთობ - პროდუქტებს და მშრალი ტვირთის გადაზიდვა, 70%- ით არის გაზრდილი აზერბაიჯანული წარმოშობის ნავთობ - პროდუქტების ტრანზიტი,"- განმარტავს კახა გუდიაშვილი.

დღის ამბები