17 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 199 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 199 მილიონს აჭარბებს.

დელტა შტამის გავრცელების გამო ე.წ. კომენდანტის საათი გახანგრძლივდება ფილიპინების დედაქალაქში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ირანში.

შეერთებულ შტატებში კი აქტიური ვაქცინაცია გრძელდება, თეთრი სახლის ინფორმაციით, მინიმუმ ერთი დოზით ამერიკელების 70%-ია აცრილი.

სექტემბრიდან კონკრეტული პირებისთვის ბუსტერ დოზების შეთავაზებასა და ბავშვების 12 წლიდან აცრას გეგმავს გერმანია.

იტალიამ კი ტუნისს, სადაც COVID-19-ით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია, ვაქცინის მილიონ ნახევარი დოზა გადასცა.

დღის ამბები