17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
თურქეთი უკვე 1 კვირაა სტიქიას ებრძვის - მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობას სტიქიის ზონიდან წასვლა უჭირს

თურქეთი უკვე 1 კვირაა სტიქიას ებრძვის. მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობას სტიქიის ზონიდან წასვლა უჭირს. ტურისტები ცნობილ კურორტებს ტოვებენ. ანტალია, მარმარისი და ბოდრუმი კატასტროფის ზონაშია მოქცეული.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა ასობით ადამიანი. გარდაცვლილებს შორის 2 მეხანძრეა. 5 დღიანი სახანძრო სამაშველო ღონისძიებების შედეგად 100-ზე მეტი ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ათასობით მეხანძრე, ათობით ტექნიკა და ავიაცია. სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც ჩაერთნენ. თურქეთს დასახმარებლად ვერტმფრენები მეზობელმა სახელმწიფოებმაც გაუგზავნეს.

ხანძრის ჩაქრობას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის. თურქული მედიის ცნობით ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "ცეცხლის შვილებმა" აიღეს.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

 

დღის ამბები