17 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის ბრძოლის პირობას დებს

ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს - განცხადებას ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.

ებრაჰიმ რაისი ირანელებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ვაშინგტონმა ირანს სანქციები ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო დააკისრა. 

მნიშნელოვანია, რომ რაისს ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით შეერთებული შტატებისგან პირადი სანქციებიც აქვს დაკისრებული.

დღის ამბები