17 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა სპეცრაზმმა დააკავა - რა არის ცნობილი მის შესახებ

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა სპეცრაზმმა დააკავა. ის შენობიდან უკვე გამოიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

უკრაინული მედია მამაკაცის ვინაობის შესახებ წერს. პირი,რომელიც დღეს მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა, ვლადიმირ პროხნიჩია, რომელსაც 2015 წელს უმცროსი სერჟანტის წოდება მიანიჭეს,ასევე ის დაჯილდოვებულია მესამე ხარისხის ორდენით მამაცობისთვის. ამ ეტაპზე პენსიონერია. მის ბიოგრაფიაში რაიმე კრიმინალური შემთხვევა არ ფიქსირდება, გარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა. ის რუსეთ-უკრაინის ომში 2-ჯერ არის დაჭრილი, მათ შორის - თავის არეშიც. 

უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში მისი მეგობრებიც იღებდნენ მონაწილეობას. უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 4  მუხლით დაიწყება. ერთ-ერთი მუხლი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები