17 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
თალიბებმა ავღანეთის ნიმრუზის პროვინციის პირველი დედაქალაქი აიღეს

თალიბებმა ავღანეთის ნიმრუზის პროვინციის პირველი დედაქალაქი აიღეს. როგორც რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, მათ "მთლიანად გაათავისუფლეს" პროვინცია, სადაც გუბერნატორის სახლზე, პოლიციის შტაბსა და სხვა ოფიციალურ შენობებზე კონტროლი დაამყარეს.

მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, აჯანყებულებმა პროვინციის დედაქალაქის ხელში ჩაგდება იმიტომ მოახერხეს, რომ მთავრობამ მისი სათანადოდ გამაგრება და დაცვა ვერ შეძლო.

მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთში სიტუაცია ნატოს სამხედრო კონტიგენტის გაყვანის ფონზე გამწვავდა.

 

დღის ამბები