17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 204 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 4 მილიონზე მეტია

მსოფლიოში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 204 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლიოლთა მაჩვენებელი კი 4 მილიონზე მეტია. დომინანტი კვლავ დელტა შტამია.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ახალ შეზღუდვებს აწესებენ სახელმწიფოები. ავსტრალიის 3 ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა. 2 კვირით გაახანგრძლივა შეზღუდვები სამხრეთ კორეამ, ჩინეთმა კი მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. დედაქალაქში შესვლის მსურველებმა ე.წ. მწვანე ბარათები უნდა წარადგინონ.

კოვიდ პასპორტები უკვე აამოქმედა საფრანგეთმა. ის ადამიანები, რომელსაც ე.წ. მწვანე ბარათი არ ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ. კოვიდ პასპორტის წარდგენაა საჭირო კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც.

დღის ამბები