17 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
"თალიბანის" შეიარაღებული წევრები ქაბულში ატრაქციონებზე ერთობიან - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ქაბული აიღო, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ ერთობიან "თალიბანის" შეიარაღებული წევრები ქაბულის გასართობ პარკებში სხვადასხვა ატრაქციონზე. 

შეგახსენებთ, ქაბული "თალიბანმა" ორი დღის წინ აიღო. ხალხი ქალაქის და ასევე ქვეყნის დატოვებას მასიურად ცდილობს. ქვეყანაში "თალიბანმა" შარიათის კანონები გამოაცხადა. უუფლებოები გახდნენ ქალები.

ავღანეთში რჩებიან ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გამოყვანა ქვეყნიდან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ისინი არსებული საფრთხის გამო აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ავღანეთიდან წამოსვლა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 6-მა პირმა შეძლო, რომლებიც აეროპორტთან ახლოს ცხოვრობდნენ. 

დღის ამბები