17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
"ღმერთის წყალობით ვაქცინა გვაქვს" - რომის პაპი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ხალხს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პაპმა ვაქცინაციას საკუთარი თავის, ოჯახების, მეგობრებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ გამოვლენილი სიყვარულის აქტი უწოდა, რომლის გაკეთებითაც ადამიანები ერთმანეთის და განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მზრუნველობას იჩენენ.

"ღმერთის წყალობით და უამრავი ადამიანის მუშაობის შედეგად, გვაქვს ვაქცინები, რომელიც კორონავირუსისგან გვიცავს" - აღნიშნა პაპმა.

თავად რომის პაპი რამდენიმე თვის წინ აიცრა.

ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობენ შეერთებულ შტატებში, სადაც სექტემბრიდან ადგილობრივებს კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზებს შესთავაზებენ. თურქეთსა და იტალიაში კი არასრულწლოვნების აცრა დაიწყეს.

დღის ამბები