17 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
აფეთქებას სომალის დედაქალაქში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა სომალის დედაქალაქში აფეთქებას.

დაიღუპა ოთხი და დაშავდა სამი ადამიანი. როგორც ცნობილია, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება ერთ-ერთი ჩაის სახლში განახორციელა, რომელიც ხალხმრავალი ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

დღის ამბები