17 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
ალაბამის, ფლორიდის, ჯორჯიის, მისისიპისა და ტექსასის კლინიკებმა სამედიცინო რესურსი ამოწურეს - ვირუსის შესაკავებლად ამერიკა სექტემბრიდან მოსახლოებას ბუსტერ დოზით აცრის

ბოლო ორ კვირაში ამერიკის მასშტაბით ინფექციის შემთხვევები გაორმაგებულია. დელტა შტამის სწრაფად ცირკულირების გამო გაზრდილია ინფექციის შემთხვევები ახალგაზრდებსა და ფეხმძიმეებში. ამიტომ ვირუსის შესაკავებლად ამერიკა სექტემბრიდან მოსახლოებას ბუსტერ დოზით აცრის. მანამდე კი ალაბამის, ფლორიდის, ჯორჯიის, მისისიპისა და ტექსასის კლინიკებმა სამედიცინო რესურსი ამოწურეს.

შეერთებული შტატების მსგავსად რთული ვითარებაა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ორივე ქვეყნაში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, თუმცა ამის მიუხედვად, სახელმწიფოთა მეთაურებს დელტა შტამთან გამკლავება უჭირთ და ფიქრობენ, რომ ლოქდაუნის პირობებშიც რთულია ვირუსის შეკავება.

ავსტრალიაც და ზელანდიაც დელტა შტამის დამარცხების ერთადერთ ბერკეტად ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდას მიიჩნევს.

ამ დროისთვის მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაცია 183 ქვეყანაში მიმდინარეობს. დღეში 36 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება. ყველაზე მეტი, თითქმის ორი მილიარდი დოზა, ჩინეთში გამოიყენეს. მას ინდოეთი, ევროკავშირი და ამერიკა მოსდევს. 

დღის ამბები