17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
G7-ის ქვეყნები ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ - აშშ კი რისკჯგუფში მყოფ ავღანელებს ქვეყნის დატოვებაში 31 აგვისტოს შემდეგაც დაეხმარება

ავღანეთის საკითხზე დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება, რომლსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი უხელმძღვანელებს.

სხდომის თემა ქაბულის აეროპორტიდან უცხოეთისა და ავღანეთის მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ შტატები რისკის ჯგუფში მყოფ ავღანელებს ქვეყნის დატოვებაში 31 აგვისტოს შემდეგაც დაეხმარება.

ქაბულის აეროპორტში შეზღუდვების გამო, ავღანეთში 500 ტონა სამედიცინო ტვირთის ჩატანა შეფერხდა. შტატებმა 14 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან 28 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

დღის ამბები