17 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
ხანძრის შედეგად მექსიკის ყურეში, 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

ხანძრის შედეგად მექსიკის ყურეში, 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, ორ პირს კი ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა ერთ-ერთ ნავთობ პლატფორმაზე მოხდა, როდესაც ბრიგადები ტექნიკურ სამუშაოებს ატარებდნენ. ამჟამად ადგილზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

დღის ამბები