17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
აფეთქებას კოლუმბიის მაღაროში 12 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქებას კოლუმბიის მაღაროში 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ და დაღუპული მაღაროელების ცხედრების გამოტანას ცდილობენ.

კოლუმბიაში გასულ წელს მაღაროში მომხდარი ინციდენტების შედეგად საერთო ჯამში 171 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები