17 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
ავღანეთში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ დიდი შვიდეულის ქვეყნები

ავღანეთში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ დიდი შვიდეულის ქვეყნები.

ერთობლივ განცხადებაში ისინი მხარეებს სიმშვიდისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, თალიბანი პასუხისმგებელი იქნება მისი ქმედებების გამო ტერორიზმის პრევენციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები პრიორიტეტად ავღანეთიდან კვლავ საკუთარი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას ასახელებენ, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სამოკავშირეო ძალებს ეხმარებოდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთი 70 000-მა ადამიანმა დატოვა.

"14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შეერთებული შტატები ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება თალიბანის მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ქვეყნის დატოვების მსურველების აეროპორტში დაშვებაზე და პროცესის შეუფერხებლობაზე.

ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხე "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარეობს, რომლებიც აეროპორტზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავენ.

მოკავშირეები ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვიდგეთ და ავღანეთიდან მომავალ გამოწვევებს ერთად უნდა შეხვდეთ"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები