17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
ტესტი კვირაში ერთხელ - საბერძნეთი აუცრელებისთვის რეგულაციებს აწესებს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა COVID-19-ის ვაქცინით აუცრელი ადამიანებისთვის შეზღუდვები დააანონსა.

აუცრელი მომსახურე პერსონალისთვის სავალდებულო გახდება კვირაში ერთხელ წარადგინონ კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხი. ასევე გამოიყოფა საზოგადოების თავშეყრის ადგილები, სადაც დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები, ან პირები, რომლებსაც COVID-19 ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი ექნებათ. შეზღუდვები 13 სექტემბრიდან 31 მარტამდე ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ შეზღუდვები არაა სადამსჯელო ხასიათის.

"ეს ჩვენი ვალდებულებაა ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ მათთვის, ვინც კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდნენ" - განაცხადა მინისტრმა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები