17 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ

ქაბულში აფეთქებების დროს დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ის ტერიტორიაზე დროშებს დაუშვებენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

"დროშები დაშვებული იქნება ყველა სახელმწიფო შენობასა და სამხედრო ბაზაზე," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, 158 ადამიანი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები