17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
100 დაღუპული და 200-ზე მეტი დაშავებული - ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს

100 დაღუპული და 200-ზე მეტი დაშავებული - ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. ავღანეთის დედაქალაქში გვიან ღამით კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა.

დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი ჯარისკაცია. თალიბანმა განაცხადა თავისი 28 წევრის დაღუპვის შესახებაც. ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო.

ქაბულიდან ევაკუაციის პროცესი დაჩქარებულია. ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 1500, დიდი ბრიტანეთის 400 და გერმანიის 200 მოქალაქეა დარჩენილი. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავდასხმების მიუხედავად, ამერიკა ევაკუაციის მისიას გააგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმას უპასუხებს. მან უკვე დაავალა სამხედრო მეთაურებს ოპერატიული გეგმების შემუშავება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად დროშებს დაუშვებენ შტატების სახელმწიფო უწყებები. 15 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. 

დღის ამბები