17 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
ვგმობთ მომხდარ თავდასხმას, როგორც კი უცხოეთის ჯარები აეროპორტს დატოვებს, თავდასხმები აღარ მოხდება - "თალიბანის" წარმომადგენელი

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა შორის 13 ამერიკელი სამხედრო. დაღუპულთა შორის ასევე არიან ბავშვებიც - დაშავებულია 200-ზე მეტი პირი. მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

აფეთქების მიუხედავად, აეროპორტიდან ევაკუაცია ისევ გრძელდება. მომხდარი დაგმეს სხვდასხვა ქვეყნის ლიდერებმა.

ტერორისტული აქტი დაგმო "თალიბანის" წარმომადგენელმაც და აღნიშნა, რომ როგორც კი უცხოეთის ჯარები აეროპორტის ტერიტორიას დატოვებს, ასეთი თავდასხმები აღარ მოხდება.

"ჩვენ ვგმობთ მომხდარ თავდასხმას, ჯერ კიდევ არ ვიცით სრული სურათის შესახებ. მაგრამ ფაქტი ერთია, უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა ეს ტერორისტული აქტია და ის დაგმობილი უნდა იქნას მთელი მსოფლიოსგან. როგორც კი უცხოეთის ჯარები აეროპორტის ტერიტორიას დატოვებს, ასეთი თავდასხმები აღარ მოხდება,"- აცხადებს "თალიბანის" წარმომადგენელი აბდულ აჰარ ბალჰი.

დღის ამბები