17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
რა გამოხმაურებები მოჰყვა ქაბულში მომხდარ აფეთქებას - ოფიციალურმა ვაშინგტონმა შურისძიების პირობა დადო

110 გარდაცვლილი და 200-მდე დაშავებული - ქაბულში მომხდარმა აფეთქებამ ავღანეთში არებული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. დაღუპულებს შორის 13 ამერიკელი სამხედროა. ვაშინგტონმა დროშები დაუშვა და შურისძიების პირობა დადო.

თეთრ სახლში "ისლამური სახელმწიფოს" "თალიბანთან" კავშირს გამორიცხავენ. ფაქტს გმობს თავად "თალიბანიც". რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში მშვიდობის პერსპექტივას უცხოელების გასვლის შემდეგ ხედავს.

ევაკუაციის ბოლომდე დასრულების პირობას დებს საერთაშორისო საზოგადოება. მსოფლიო ლიდერების მსგავსად, უმკაცრესი იყო NATO-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს რეაქციები.

ამ დრომდე ავღანეთი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დარჩენილ ნაწილს ევაკუაციისთვის ვადა 31 აგვისტოს ეწურება.

დღის ამბები