17 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
თალიბანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს - ინფორმაციას მსოფლიო ლიდერები ავრცელებენ

თალიბანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს - ამის შესახებ მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

სხვდასხვა სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებით, თალიბანისგან გარანტია მიიღეს, რომ მათი მოქალაქეები და შესაბამისი დოკუმენტაციის მქონე ავღანელები ქვეყანას უსაფრთხოდ დატოვებენ. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ქვეყნები განაგრძობენ ავღანელებისთვის სამგზავრო დოკუმენტების მინიჭებას.

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს კანადის, დიდი ბრიტანეთის თურქეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ონლაინ შეხვედრას გამართავენ.

დღის ამბები