17 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
შერონ სტოუნის 11 თვის ძმისშვილი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობის, შერონ სტოუნის 11 თვის ძმისშვილი და ნათლული გარდაიცვალა. ამის შესახებ Dailymail წერს.

ბავშვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ საწოლში კომაში მყოფი ნახეს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მას ორგანოთა მძიმე უკმარისობა ჰქონდა.

ტრაგიკული ამბავი შერონ სტოუნმა გუშინ Instagram-ზე გაავრცელა და ასევე დაურთო ვიდეო წარწერით: "რივერ უილიამ სტოუნი. 2020 წლის 8 სექტემბერი - 2021 წლის 30 აგვისტო"

რივერი შერონ სტოუნის უმცროსი ძმის, პატრიკისა და მისი მეუღლის, ტაშას უმცროსი შვილი იყო, რომლებიც ოჰაიოში სამ შვილთან ერთად ცხოვრობენ.

პატარა რივერი გასული კვირის ხუთშაბათს პიტსბურგში, UPMC ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვის მდგომარეობის შესახებ შერონ სტოუნი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებდა და წერდა, რომ მის ძმისშვილს სასწაული თუ გადაარჩენდა.

"ჩემი ძმისშვილი და ნათლული რივერ სტოუნი დღეს იპოვეს საწოლში ორგანოს სრული უკმარისობით. გთხოვ ილოცე მისთვის. ჩვენ გვჭირდება სასწაული, " - წერდა სტოუნი და აქვეყნებდა რივერის ფოტოს.

ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებდა სოციალურ ქსელში რივერის დედაც.

"ეს არის უმძიმესი რამ, რაც მე ოდესმე გამომიქვეყნებია, მაგრამ გთხოვთ ყველას ილოცოთ რივერისთვის. მე უბრალოდ მინდა ჩემი ტკბილი ბიჭი დაბრუნდეს", - წერდა განადგურებული დედა.

დღის ამბები