17 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარების გლობალური სურათი

247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი - ეს გლობალური სურათია. კვლავ რთულია ეპიდვითარება რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში. მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსეთში ინფექცია 40 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. საფრანგეთში ბოლო 6 კვირაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გაზრდილია სიკვდილიანობა იტალიაში, სადაც ერთ დღეში თითქმის 5 ათასი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათში თითქმის 20 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა შტატებში, მათ შორისაა თეთრის სახლის პრესმდივანიც. 

"ბიოტექის" თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორსაა, თუმცა ფიქრობს, რომ ის მართვადი გახდება. 

"ახლა სწორი მიმართულებით მივდივართ, თუმცა შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან წინ ზამთრის ცივი თვეები გველოდება," - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი. 

დღის ამბები