17 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ავიაკატასტროფის შედეგად, სამხრეთ სუდანში 5 ადამიანი დაიღუპა 

მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავი დედაქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ხუთივე პირი, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თვითმფრინავს საწვავი გადაჰქონდა, ინციდენტის მიზეზს შესაბამისი უწყება იძიებს.

დღის ამბები