17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
პატიმრობა ორალური სექსის იმიტაციისთვის - რა მოხდა მოსკოვში წითელ მოედანზე

პატიმრობა ორალური სექსის იმიტაციისთვის -  რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე, ვასილი ნეტარის ტაძართან გადაღებული ფოტო რომელზეც ორალური სექსის იმიტაცია​ა ასახული ბლოგერსა და მის მეგობარ ქალს 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთს ტოლფასი დაუჯდათ. ფოტო რეალურად 

რუსეთის სასამართლომ ტაჯიკეთის მოქალაქე, რუსლან ბობიევი, ასევე ცნობილი, როგორც რუსლანი თალაბჯონი და მოდელი, ანასტასია ჩისტოვა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ 29 ოქტომბერს სცნო და განაჩენიც იმავე დღეს გამოუტანა ორივეს.

სექტემბრის ბოლოს, ბობიევმა ინსტაგრამით გაავრცელა ფოტო, რომელზეც გამოსახულია მის წინ მუხლებზე მდგომი ჩისტოვა, რომელიც ორალური სექსის იმიტაციას აკეთებს ტაძრის ფონზე. ფოტოზე ჩისტოვას აცვია ქურთუკი წარწერით - პოლიცია.

ბობიევს მშობლიურ ტაჯიკეთში დეპორტაციაც მიესაჯა.

რუსეთის შს სამინისტრომ 30 სექტემბერს ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ბობიევი ბოდიშს იხდის ფოტოსთვის და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსს არ გაიმეორებს.

დღის ამბები