17 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე წელს, უმეტესად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ბელარუსიდან ლიეტუვაში 4 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა.

ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანახმად, სრულად გაუვალი ბარიერის აშენება შეუძლებელი იქნება.

ევროკავშირი ბელარუსს პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არალეგალური მიგრაციის შეგნებულად წახალისებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები