17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ავეჯის გადამზიდი სატვირთო მანქანის მძღოლმა ნიუ-ჯერსის შტატის სენატის არჩევნებზე, სენატის პრეზიდენტი დაამარცხა

ავეჯის გადამზიდი სატვირთო მანქანის მძღოლმა, ედვარდ დორმა ნიუ-ჯერსის შტატის სენატის არჩევნებზე, სენატის პრეზიდენტი, დემოკრატი სტივ სუ-ინი დაამარცხა.

მან საარჩევნო კამპანიისათვის ჯამში 2300 დოლარი დახარჯა.

დამარცხებული სტივ სუინი სენატში, 2002 წლიდან საქმიანობს, სენატის თავმჯდომარის თანამდებობას კი 2010 წლიდან იკავებდა.

"განსაცვიფრებელი და შოკისმომგვრელი" - ასე აფასებს მომხდარს სენატის უმრავლესობის ლიდერი.

გამარჯვებული კანდიდატის, განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებებსა და გადასახადების შემცირების საკითხებს დაუთმობს.

 

დღის ამბები