17 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე კვირას გაიმართოს

გაიმართება თუ არა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მიმდინარე კვირას - კრემლი ვიდეკონფერენციის ფორმატში შეხვედრისთვის მზადებას ადასტურებს, თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 ნოემბრის შეხვედრაზე ჯერჯერობით შეთანხმება არ არის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა, ინფორმაცია მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმაც დაადასტურა.

დღის ამბები