17 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
ანგელა მერკელი თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკით აღარ დაკავდება

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პოლიტიკით აღარ დაკავდება. ეს განცხადება მან "დოიჩე ველესთან" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მერკელის თქმით, ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ იქნება.

16 წლიანი კანცლერობის შემდეგ, მერკელი აცხადებს, რომ ერთის მხრივ ბედნიერია თუმცა, სევდასაც გრძნობს რადგან თავისი საქმე მას ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა.

გერმანიის არჩევნებში, მცირე უპირატესობით სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები