17 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
პოლონეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო, პოლონეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. 

ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო მედია ავრცელებს.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის მონაკვეთზე, ასობით მიგრანტია შეკრებილი. ისინი პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.

პოლონეთის მთვარობა ბელარუსს მიგრანტების არალეგალურად საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებს. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ეს ლუკაშენკოს პასუხია ევროკავშირის მხრიდან ბელარუსისათვის დაწესებულ სანქციებზე.

არსებული ვითარება დაგმო ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად გამოყენება მიუღებელია.

დღის ამბები