17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
ტრევის სკოტი მის კონცერტზე ჭყლეტვის შედეგად დაღუპული მსმენელების დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

პოპულარული რეპერი და პროდიუსერი, ტრევის სკოტი მის კონცერტზე ტრაგიკულად დაღუპული მსმენელების დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს.

გასულ კვირას, ტეხასის შტატში მუსიკალურ ფესტივალზე, ჭყლეტის დროს 8 ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

პოლიციის ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე ჭყლეტა პანიკას მოყვა. პანიკა კი ხალხის სცენასთან შეგროვების შემდეგ დაიწყო.

ღონისძიებას 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

დღის ამბები