17 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
ოჯახი "სიკვდილის სუნით" ცხედარს სახლში 6 კვირის განმავლობაში ინახავდა - შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა

ბრიტანეთის ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში, ქალაქ ჰელმსლში ოჯახის წევრები სასჯელის შიშით გარდაცვლილი ქალის ცხედარს 6 კვირის განმავლობაში მალავდნენ. ამის შესახებ The Sun წერს.

იაპონელი ოჯახი მას შემდეგ გამოააშკარავეს, რაც სამართალდამცავებს აფთიაქის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ მათთან ქალი და კაცი მოდიოდნენ, რომლებსაც ცხედრის უცნაური სუნი ჰქონდათ და თან საეჭვოდ ბევრ სამედიცინო სპირტს ყიდულობდნენ.

პოლიცია აღნიშნული პირების სახლში იმ დღესვე მივიდა, როგორც აღმოჩნდა სახლში 3 ადამიანი ცხოვრობდა: 76 წლის დედა, მისი შვილები 52 და 46 წლის და-ძმა.  მათი სახლის ერთ-ერთ ოთახში პოლიციამ გვამის გახრწნილი ნარჩენები აღმოაჩინა, რომელიც მათ 49 წლის დას, რინას ეკუთვნოდა.

ექსპერტიზის შემდეგ, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და რაიმე ძალადობრივი ზემოქმედება გამოირიცხა. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავები ცხედრის კანონიერად დაკრძალვისთვის ხელის შეშლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე მაინც წარსდგნენ. ბრიტანეთის კანონმდებლობით, მათ ამის გამო სამუდამო თავისუფლების აღკვეთაც კი შეიძლება დამუქრებოდათ.

საქმის მასალების განხილვის შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ ოჯახის სამივე წევრს იშვიათი ფსიქიკური დაავადება აქვს, რაც ამ საქმეს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის უნიკალურს ხდის. მან ბრალდებულების  მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, მოსამართლე მათ არ შეეწინააღმდეგება ამ ადამიანების გამამართლებელ განაჩენს, მათ ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

დღის ამბები