17 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
ინდოეთში მომწამვლელი ნისლი გამოჩნდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში სქელი, მომწამვლელი ნისლი გამოჩნდა. ჰაერის დაბინძურების უმაღლესი ხარისხი ქალაქში ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის ვარდნამ გამოიწვია. ჰაერის ხარისხის ინდექსმა 461-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩასუნთქვით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ როგორც ჯანმრთელ, ასევე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს.

ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე დედაქალაქებს შორის ნიუ დელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დღის ამბები