17 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
წყალდიდობის გამო ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შეერთებულ შტატებში, წყალდიდობის გამო, ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სკოლები და შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 150 ათასზე მეტი აბონენტი. 500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

დღის ამბები