17 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
ფულით დატვირთულ ფურგონს მოძრაობისას კარი გაეხსნა - "დოლარების წვიმის" გამო ავტომაგისტრალი ჩაიკეტა

აშშ-ის ქალაქ სან დიეგოს მახლობლად საავტომობილო გზაზე უზრმაზარი საცობი შეიქმნა იმის გამო, რომ ხალხი გზაზე მოფენილ ფულს აგროვებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობით ნაღდი ფული ​ ავტომანქანით ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას გადაჰქონდა. ჯავშნიანი ფურგონი თავდასხმისგან კი დაცული იყო, მაგრამ არა შემთხვევითობისგან. ფურგონის კარი გაურკვეველი მიზეზების გამო გზაზე გადაადგილებისას გაიღო და ფულმა გზაზე და მათ უკან მოძრავ ავტომობილებზე დაიწყო ფრენა.

თვითმხილველებმა მწვანე კუპიურების შეგროვება და "ფულის წვიმის" ვიდეოს გადაღება დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.

პოლიციამ მათი ქმედება ქურდობად შეაფასა და 3 ადამიანი დააკავა კიდეც. მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების დასადგენადაც, ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები