17 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
სანკტ-პეტერბურგში ავარიისას მანქანის საბარგულიდან ცხედარი გადმოვარდა - დაკავებულთაგან ერთ-ერთმა კანიბალიზმი აღიარა

რუსეთში, ქალაქ ვსევოლოჟსკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, ადგილზე მისულ პოლიციას ყელგამოჭრილი ადამიანის ცხედარი დახვდა, რომელიც მანქანის დამცავ ჯებირზე შეჯახებისას საბარგულიდან გადმოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ავტომობილის მგზავრები გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ, თუმცა ისინი მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულებმა აღიარეს, რომ 50 წლამდე მამაკაცი შურისძიების გამო მოკლეს, რადგან მასთან დაპირისპირება მოუვიდათ და მისი ცხედარი გადასამალად მიჰქონდათ. საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს დაკითხვისას წამოსცდა, რომ ადამიანი მან რამდენიმე თვის წინაც მოკლა, ოღონდ მაშინ არა შურისძიების, არამედ მისი ხორცის გასინჯვის გამო. კანიბალიზმში ეჭვმიტანილი 23 წლის იგორ კომაროვი აღმოჩნდა. მისი თქმით, მას ყოველთვის სურდა ადამიანის ხორცის გასინჯვა, გასული წლის შემოდგომაზე კი სურვილის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა და ერთ-ერთ პარკში დანის ათეულობით დარტყმით 38 წლის აქციების ბროკერი გამოასალმა სიცოცხლეს. ცხედარი პარკში მდებარე მილში გადამალა, მანამდე კი ენა მოაჭრა, რომლისგანაც სახლში კერძი მოამზადა და შეჭამა. როგორ მან დაკითხვისას განაცხადა, ენა არ მოეწონა და სინანული გამოთქვა, რომ ის მამაკაცი ტყუილად მოკლა. აქციების ბროკერის მკვლელობის საქმე აქამდე გაუხსნელად ითვლებოდა.

დღის ამბები