ავტოსაგზაო შემთხვევას ბულგარეთში მსხვერპლი მოჰყვა. სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 46 მგზავრი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ავტობუსით 53 ადამიანი მგზავრობდა, მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩასული ტურისტი იყო.
7 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის დეტალები უცნობია.