17 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
არის თუ არა საქართველოს მოქალაქე ბულგარეთში გარდაცვლილ 46 ტურისტს შორის - დამწვარ ავტობუსში 12 ბავშვის ცხედარია ნაპოვნი 

არის თუ არა საქართველოს მოქალაქე ბულგარეთში გარდაცვლილ 46 ტურისტს შორის - ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საგზაო ინციდენტის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილთა უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები იყვნენ.

სამგზავრო ავტობუსში გაჩენილ ხანძარს სულ 46 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის 12 არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში ტურისტულ ავტობუსს, რომელსაც 52 მგზავრი გადაჰყავდა, ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება ინციდენტის გამომწვევ რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის სახელდება ავტოტრანსპორტის გაუმართაობა, უამინდობა და მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები