17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კრიზისი ევროკავშირის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კრიზისი ევროკავშირის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების შეთანხმების პროცესში არიან.

ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც მიგრანტების უკანონო გადაყვანაში მონაწილეობენ.

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსის მიერ განხორციელებული ზომების მიუხედავად, არალეგალი მიგრანტები კვლავ ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას.

დღის ამბები