17 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
ახალი შტამის გავრცელების რისკი - ისრაელი და დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკასთან​ავიამიმოსვლას აჩერებს

260 მილიონს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მსოფლიოში. სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი COVID-19-ის ახალი შტამის გამო შეზღუდვებს აწესებენ ქვეყნები.

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა, ისრაელში ვერ შევლენ ამ რეგიონიდან ჩასული უცხოელებიც. დღეიდან აფრიკის 6 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას შეზღუდავს დიდი ბრიტანეთიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა პორტუგალიაში, ჩეხეთში კი ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის პრეზიდენტს.

ევროკომისია კი ჯანმოს ავტორიზებული ვაქცინით აცრილი ან კორონავირუს გადატანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შენგენის ზონაში მოგზაურობის დაშვების ინიციატივით გამოდის.

დღის ამბები