14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება - რა კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს ომბუდსმენს ოპოზიციის შეფასებით

2 საათში პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება. ოპოზიცია თვლის, რომ კომპრომისი ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს. 

"ჩვენი პოზიცია არის მყარი და ეს პოზიცია განაპირობებს იმას, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ჩვენი კანდიდატების პროფესიული სტანდარტები დადასტურდა იმ კომისიით, რომელიც "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შეიქმნა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციაში ასევე იმ კრიტერიუმებს ასახელებენ, როგორიც მათი აზრით სახალხო დამცველი უნდა იყოს.

"ჩვენ ისეთი სახალხო დამცველი გვჭირდება, რომელიც დაიცავს ადამიანებს, ასევე, რომლის ბიოგრაფია, კომპეტენცია, ბრძოლის უნარი და კვალიფიკაცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უზრუნველყოფს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები