შეთანხმება ისევ ვერ შედგა, სახალხო დამცველობის კანდიდატზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ამჯერადაც ვერ შეთანხმდა.
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თეორიული შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის საკითხზე გადააფასონ მოვლენები, ეს თუ არ მოხდება, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე.
"ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო დაშვებული, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან ერთი, რომელიც უნდოდათ. თუმცა, მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ, მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სხვა დანარჩენ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობის დაშვება არის გამორიცხული. მე პირადად ვხედავ თეორიულ შანსს, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს ჩავარდნის,"- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ახალი ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტმა ახალ წლამდე რიგ გარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. სულ 19 კანდიდატია, ომბუდსმენის არჩევას კი 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ ოცნებას ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.