17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
მესტიაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მსხვერპლი 28 წლის მამაკაცია - უკავშირდება თუ არა ახალი წლის ღამის ტრაგედია გვარებს შორის დაპირისპირებას

მკვლელობა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მკვლელობა ახალი წლის ღამეს აფრასიძეების სახლში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი ადამიანი, შემთხვევის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც "კურიერთან" ერთ-ერთი მოკლულის, გიორგი პაკელიანის დედა ამბობს, ტრაგედია გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

"ყოფილა ჩხუბი მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა," - აცხადებს გარდაცვლილის დედა.



 

 

 

დღის ამბები